რუსეთში კორონავირუსის 21 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 799 პაციენტი გარდაიცვალა

12:26, 11.08.2021

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20 067 პირი. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნაში კორონავირუსით 799 პაციენტი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

11 აგვისტოს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 6 512 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 808 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 167 241 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი