რუსეთში კორონავირუსის 19 744 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 778 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსის 19 744 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 778 პაციენტი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსის 19 744 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 11 992 პირი, ხოლო გარდაიცვალა 778 პაციენტი.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

20 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 7 294 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 510 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 198 996 პაციენტი გარდაიცვალა.