რუსეთში კორონავირუსის 18 841 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 792 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსის 18 841 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 792 პაციენტი

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 841 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 039 პირი, ხოლო გარდაიცვალა 792 პაციენტი.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

15 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში კორონავირუსის 7 194 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 435 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 195 041 პაციენტი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი