რუსეთში კორონავირუსის 16 710 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 229 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსის 16 710 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 229 პაციენტი

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მზარდია რუსეთში. ოფიციალური სტატისტიკით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 16 710 ადამიანს დაუდასტურდა, 229 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 25 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1,5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,1 მილიონს აჭარბებს, 26 050 ადამიანი კი გარდაიცვალა.