რუსეთში კორონავირუსის 15 971 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 290 ადამიანი
რუსეთში კორონავირუსის 15 971 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 290 ადამიანი

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 15 971 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში „კოვიდ-19“ 1 463 306 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში 330 076 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს 290 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 25 242-ს აღწევს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსული ინფექციისგან 11 428 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 1 107 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი