რუსეთში კორონავირუსის 15 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 185 პაციენტი

12:32, 18.10.2020

რუსეთში კორონავირუსული ინფექციის 15 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში „კოვიდ-19“-ით 1 399 334 ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსულ ინფექციას 185 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 24 187-ს აღწევს. 5 377-ით გაიზარდა ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საერთო ჯამში კი რუსეთში „კოვიდ-19“-ისგან 1 070 576 ადამიანი განიკურნა.

რუსული მედია წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ პირველად, ერთი კვირის განმავლობაში გარდაცვალების 1.5 ათასზე მეტი და ინფიცირების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

მსგავსი