რუსეთში კორონავირუსის 14 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 379 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში კორონავირუსის 14 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 379 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 14 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 597 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 379 კი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

15 ივნისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 236 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 818 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 127 180 პაციენტი გარდაიცვალა.