რუსეთში კორონავირუსი ბოლო 24 საათში 658 ადამიანს დაუდასტურდა
რუსეთში კორონავირუსი ბოლო 24 საათში 658 ადამიანს დაუდასტურდა

რუსეთში „კოვიდ 19“-ის ინფიცირების 658 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ინფიცირების ახალი შემთხვევები ქვეყნის 14 რეგიონში დადასტურდა.

ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა მოსკოვის, ნიჟეგოროდის და სანკტ-პეტერბურგის ოლქებში გამოვლინდა. სულ ქვეყანაში ინფიცირებულების რიცხვი 5 300-ს აჭარბებს, 47 კი დაიღუპა.

რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსისგან უკვე 355 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მოსკოვში კი კორონავირუსი ბოლო ერთ დღეში 536 ადამიანს დაუდასტურდა. „როსპოტრებნაძორის“ მოსკოვის განყოფილებაში აცხადებენ, რომ მოსკოვში საერთო ჯამში „კოვიდ 19“ 3 893 ადამიანს დაუდასტურდა.