რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა
რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა

რუსეთის ფედერაციის ხაბაროვსკის მხარეში „ტე-50“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა.

რუსული მედიის ინფორმაციით, მფრინავმა კატაპულტირება განახორციელა და დაშვების ადგილიდან მოგვიანებით „მი 8“ ტიპის შვეულმფრენით წამოიყვანეს.

ავიაკატასტროფა აეროდრომიდან 120 კილომეტრში, ძრავის გამოცდის დროს მოხდა.

ძალოვანი სტრუქტურების ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზებად გაუმართაობა და მფრინავის შეცდომა სახელდება.

რუსეთმა მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლების შექმნის პროგრამა 2001 წელს დაიწყო.