რუსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერაქტი აღკვეთეს
რუსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერაქტი აღკვეთეს

რუსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერაქტი აღკვეთეს. როგორც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იუწყება, უწყების თანამშრომლებმა სტავროპოლში დაგეგმილი თავდასხმა აღკვეთეს.

მათივე ცნობით, ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე წევრი, რომლებმაც სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს ცეცხლი გახსნეს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სროლის შედეგად უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები არ დაშავებულან.

სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის ორგანიზების მუხლით არის აღძრული.