რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 186 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 203 270 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 1 194 643 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 21 077 ადამიანი.