რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 130 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 897 500 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 14 973.