რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 589 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 589 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 589 ადამიანი დაიღუპა, რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 25 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას რუსული მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 2 302 062 შემთხვევა გამოვლინდა , ვირუსით 40 050 ადამიანია დაღუპული.