რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 507 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 507 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, გარდაიცვალა 507 პაციენტი.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 23 675 შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 25 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 2,1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მილიონ 660 ათასს აჭარბებს, 37 538 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი