რუსეთში ერთ დღეში ვირუსით 300 ადამიანი გარდაიცვალა

11:50, 21.10.2020

რუსეთში პანდემიის დაწყებიდან პირველად, ერთ დღეში ვირუსით 300 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში ბოლო დღე ღამეში კორონავირუსი 15 700 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 317 ადამიანი ემსხვერპლა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის ფედერაციაში „კოვიდ-19“-ისგან ერთ დღეში 300-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

სულ რუსეთში კოვიდინფექციით გამოწვეულ დაავადებას 24 952 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი