რუსეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ექვსი წლის ბავშვი მოკლა
რუსეთში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ექვსი წლის ბავშვი მოკლა

რუსეთში, ქალაქ ნარიან-მარეს საბავშვო ბაღში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ექვსი წლის ბავშვი მოკლა.

თავდამსხმელი, 36 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს. ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივი უცნობია.

პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდარის გამო, ნენეცკის ოლქის გუბერნატორმა საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების ზომების დაუყოვნებლივი ინსპექტირების განკარგულება გასცა.

დატოვე კომენტარი