რუსეთში ჩინეთის ელჩი - ჩინეთი მზადაა, რუსეთთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, დაუპირისპირდეს საერთო გამოწვევებს ევრაზიის მომავლისთვის
რუსეთში ჩინეთის ელჩი - ჩინეთი მზადაა, რუსეთთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, დაუპირისპირდეს საერთო გამოწვევებს ევრაზიის მომავლისთვის

ჩინეთი მზადაა, რუსეთის ფედერაციასთან ერთად დაუპირისპირდეს საერთო გამოწვევებს ევრაზიის მომავლისთვის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთში ჩინეთის ელჩმა, ჩჟან ხანხუიმ განაცხადა.

ჩინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ გარკვეული ძალები „თავისი ჰეგემონური პოზიციის შესანარჩუნებლად“ ყოველმხრივ პროვოცირებენ კონფრონტაციებს ევრაზიის კონტინენტზე და სხვებს თავს ახვევენ ახალ ცივ ომს.

„ერთი საუკუნის განმავლობაში საერთაშორისო გარემოში უპრეცედენტო ტურბულენტობის პირობებში, ჩინეთი მზადაა, რუს და სხვა ევრაზიულ პარტნიორებთან ერთად, კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა, ერთობლივად დაუპირისპირდეს საერთო გამოწვევებს ევრაზიის კონტინენტისა და მთელი მსოფლიოსთვის ნათელი, ლამაზი მომავლისთვის“, – განაცხადა ჩინეთი ელჩმა.