რუსეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 6 148 ადამიანს დაუდასტურდა
რუსეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 6 148 ადამიანს დაუდასტურდა

რუსეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 6 148 ადამიანს დაუდასტურდა. რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ეს 18 ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში კორონავირუსული ინფექცია 1 103 399 ადამიანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 800-ზე მეტი მოსკოვში, 200-ზე მეტი კი პეტერბურგში გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განამვლობაში რუსეთში „კოვიდ-19“-ს 79 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი გარდაცვლილების რაოდენობა 19 418-ს აღწევს.

რუსული მედია წერს, რომ ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციისგან 909 357 ადამიანი გამოჯანმრთელდა.