რუსეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 26 683 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 459 ინფიცირებული
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 26 683 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 459 ინფიცირებული

რუსეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 26 683 შემთხვევა დადასტურდა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გარდაიცვალა 459 ინფიცირებული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 29 ნოემბრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 2,2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მილიონ 760 ათასს აჭარბებს, 39 527 პაციენტი კი გარდაიცვალა.