რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 5 905 შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 5 905 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 905 შემთხვევა გამოვლინდა, 134 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 91 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 901 207 გამოჯანმრთელდა, 19 195 პაციენტი კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი