რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ​4 969 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 68 ადამიანი
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ​4 969 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 68 ადამიანი

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 68 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 4 969 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 16 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 922 853 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 732 968 გამოჯანმრთელდა. რუსეთში კორონავირუსით 15 685 ადამიანი გარდაიცვალა.