რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 7 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 154 ადამიანი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 154 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 7 176 ახალი შემთხვევა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, 23 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 606 881 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 8 513-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 368 822 ინფიცირებული.