რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 9 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 459 პაციენტი

12:24, 11.03.2021

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 9 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 459 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 360 823 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის დაიღუპა 90 374 ადამიანი.

მსგავსი