რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 6 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 130 ადამიანი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 6 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 130 ადამიანი კი გარდაიცვალა

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 6 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 130 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას რუსული მედია, ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, საერთო ჯამში, ვირუსის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 727 162 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილია 11 335 ადამიანი.