რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 19 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 575 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 19 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 575 პაციენტი

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 19 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 575 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ახალი მონაცემების შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 3 793 810 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 71 651 ადამიანი.