რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 12 505 შემთხვევა გამოვლინდა, 396 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 12 505 შემთხვევა გამოვლინდა, 396 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 505 შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 396 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში ვირუსის 5 180 454 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 125 674 ადამიანი.