რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 10 535 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 452 ადამიანი
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 10 535 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 452 ადამიანი

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 10 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 452 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 4 278 750 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 87 348 ადამიანი.

დატოვე კომენტარი