რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 10 253 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 379 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 10 253 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 379 პაციენტი

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 3 ოქტომბრის შემდეგ ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 10 322 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 379 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში „კოვიდ-19“-ის 4 333 029 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 89 473 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 922 246-ს შეადგენს.