რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“ 21 127 ადამიანს დაუდასტურდა

12:34, 24.01.2021

რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“ 21 127 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 3 719 400 შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, უკვე მეექვსე დღეა, რაც ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად 22 000-ს არ აჭარბებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში „კოვიდ 19“-ს 491 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ინფექციით საერთო ჯამში 69 462 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთში კორონავირუსული ინფექციისგან დღემდე 3 131 760 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი