რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 16 202 ადამიანს დაუდასტურდა, 346 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 16 202 ადამიანს დაუდასტურდა, 346 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

რუსეთში, ოფიციალური სტატისტიკით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 16 202 ადამიანს დაუდასტურდა, 346 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ეს პანდემიის დაწყებიდან რუსეთში გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობაა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, „როსპოტრებნადზორის“ გადაწყვეტილებით, დღეიდან რუსეთში მასობრივი შეკრების ადგილებში, ტრანსპორტსა და ლიფტებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა. აიკრძალა საღამის 11:00 საათის შემდეგ კაფეებისა და რესტორნების მუშაობა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 28 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1,5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მილიონ 171 ათასს აჭარბებს, 26 935 ადამიანი კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი