რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 780 ადამიანი დაიღუპა

13:15, 13.07.2021

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 780 ადამიანი დაიღუპა. ეს კიდევ ერთი ანტირეკორდია, რომელიც რუსეთში ამ კვირაში დაფიქსირდა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსი დაუდასტურდა 24 702 ადამიანს. ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს მოსკოვში, სადაც ვირუსი 4991 ადამიანს დაუდასტურდა.

მეორე ადგილზეა მოსკოვის შემოგარენი 2 550 ინფიცირებულით და მესამეა სანკტ პეტერბურგში, სადაც „კოვიდ-19“ 1 936 პირს გამოუვლინდა.

მსგავსი