რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 577 ადამიანი გარდაიცვალა

12:31, 15.12.2020

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 577 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 26 689 ადამიანს.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 15 დეკემბერის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 2 მილიონ 707 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 მილიონ 149 ათასს აჭარბებს, 47 968 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი