რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

12:04, 30.11.2020

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 326 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

რუსეთის მთავრობის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ყველაზე მეტი შემთხვევა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში გამოვლინდა.

სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსი 2 მილიონ 295 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 მილიონ 778 ათასზე მეტი, ხოლო გარდაიცვალა 39 895 პაციენტი.

მსგავსი