რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 246 ადამიანი დაინფიცირდა

12:23, 05.01.2021

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 246 ადამიანი დაინფიცირდა, 518 პაციენტი კი, გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 5 იანვრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის3 მილიონ 284 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 მილიონ 662 ათასს აჭარბებს.

რუსეთში სულ ვირუსით 59 506 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი