რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 610 ადამიანი დაინფიცირდა, 463 პაციენტი კი გარდაიცვალა

12:09, 19.11.2020

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 23 610 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 463 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 2 015 608 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 34 850 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი