რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 178 ადამიანი დაიღუპა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 178 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 178 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი კიდევ 8 536 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში სულ ახალი კორონავირუსის 432 277 შემთხვევა არის გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 195 957 ინფიცირებული, გარდაიცვალა სულ 5 215 ადამიანი.