რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 121 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 121 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 121 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 5 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 3 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის ერთი მილიონ 15 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 832 747 გამოჯანმრთელდა.

რუსეთში „კოვიდ-19“-ით სულ 17 649 ადამიანი გარდაიცვალა.