რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1154 ადამიანი დაინფიცირდა, რაც აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1154 ადამიანი დაინფიცირდა, რაც აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

რუსეთში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათში 1154 ადამიანი დაინფიცირდა, რაც აქამდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ „ალჯაზირა“ წერს.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 7 497 შემთხვევა არის გამოვლენილი.

ამასთან, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ით 11 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 58 ადამიანი გარდაიცვალა.