რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 14 231 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12:44, 14.10.2020

რუსეთში ბოლო 24 საათის  განმავლობაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 14 231 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას რუსული მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 244 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 1 340 409 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 22 834 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი