რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 790 შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 790 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 790 შემთხვევა გამოვლინდა, 9 866 პირი გამოჯანმრთელდა, 364 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

15 მაისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ოთხი მილიონ 931 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ოთხი მილიონ 547 ათასს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 115 480 პაციენტი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი