რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 780 შემთხვევა გამოვლინდა

12:09, 25.04.2021

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 780 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 332 პაციენტი.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

25 აპრილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 762 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 388 ათასს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 108 232 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი