რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 386 შემთხვევა გამოვლინდა, 376 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 386 შემთხვევა გამოვლინდა, 376 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 386 შემთხვევა გამოვლინდა, 376 პაციენტი გარდაიცვალა, 8 022 პირი კი გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

7 მაისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 4 მილიონ 863 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 მილიონ 480 ათასს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 112 622 პაციენტი გარდაიცვალა.