რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 368 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 198 ადამიანი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 368 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 198 ადამიანი

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 6 368 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით გარდაიცვალა 198 ადამიანი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 694 230 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 10 494 ადამიანი. რუსეთში ვირუსისგან 463 880 ადამიანი განიკურნა.