რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 487 პაციენტი

11:52, 28.12.2020

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 27 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი, ვირუსს 487 პაციენტი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში 55 265 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 3 078 035 ადამიანს დაუდგინდა.

მსგავსი