რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 471 პაციენტი კი გარდაიცვალა

15:08, 18.01.2021

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 471 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 18 333 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი შემთხვევების უმეტესობა ქვეყნის დედაქალაქში, მოსკოვში დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ის 3 591 066 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 66 037 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამასთან, ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2 978 764 -ს შეადგენს.

რუსეთი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

მსგავსი