რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 594 შემთხვევა გამოვლინდა, 794 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 594 შემთხვევა გამოვლინდა, 794 პაციენტი კი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 794 ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლების ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 19 594 პირს, 17 326 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

16 სექტემბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 7 214 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 452 000-ს აჭარბებს.

რუსეთში პანდემიის პერიოდში ვირუსით სულ 195 835 პაციენტი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი