რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 283 შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 283 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა.

ოფიციალური სტატისტიკით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 18 283 ადამიანს დაუდასტურდა, 355 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 30 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1,6 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მილიონ 200 ათასს აჭარბებს, 27 656 ადამიანი კი გარდაიცვალა.