რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 474 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 526 პაციენტი კი გარდაიცვალა

12:51, 03.02.2021

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 16 474 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 526 პაცინეტი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 3 901 204 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 76 684 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი