რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 27 927 ადამიანს გამოუვლინდა, გარდაიცვალა 562 პაციენტი

12:17, 10.12.2020

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 562 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 27 927 ადამიანს.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 10 დეკემბერის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 2 მილიონ 569 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 მილიონ 33 ათასს აჭარბებს, 45 280 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი