რუსეთში „ბიბისის“ რუსული სამსახური დაბლოკეს
რუსეთში „ბიბისის“ რუსული სამსახური დაბლოკეს

რუსეთში „ბიბისის“ რუსული სამსახური დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, „როსკომნადზორის“ შეზღუდვა ასევე ვრცელდება „დოიჩე ველეზე“, გამოცემა „მედუზაზე“ და „რადიო თავისუფლებაზე“.

მანამდე რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესახებ „ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“ ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ზუსტი, დამოუკიდებელი ინფორმაციისადმი წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც არ უნდა წაართვან რუსეთის მოსახლეობას, რომელთაგან მილიონობით ადამიანი „ბიბისის“ საინფორმაციო სამსახურს ყოველკვირეულად ენდობა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რომ BBC News -ი ხელმისაწვდომი გავხადოთ რუსეთში და მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინაში ომის წარმოების პარალელურად, რუსეთის ხელისუფლება მედიაზე კონტროლს ამკაცრებს. გუშინ მაუწყებლობა შეწყვეტა რუსულმა ტელეკომპანია „დოჟდმა“, მანამდე კი მუშაობა შეაჩერა რადიოსადგურმა „ეხო მასკვიმ“.